Aa
Aa

"ძმაო, პატივისცემა უნდა ისწავლო" - ინციდენტი დურანტსა და ადებაიოს შორის

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის წინა საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშისას ბემ ადებაიოსა და კევინ დურანტს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

დურანტი კუთხიდან სამიანებს ისროდა, რა დროსაც „მაიამის“ ცენტრმა მას ბურთი მოპარა და კალათბურთში არსებული დაუწერელი წესი დაარღვია.

“კეიდიმ“ ადებაიოს ასეთი ქცევა არ გაუტარა და მოგვიანებით ტვიტერიდან გააკრიტიკა.

ძმაო, პატივისცემა უნდა ისწავლო“. - თქვა დურანტმა.

ადებაიომ თავის გამართლება და დემიან ლილარდის „საქმეში“ ჩართვა სცადა, თუმცა  საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდა.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ქმედებას, კალათბურთში როცა ვინმე ზუსტად ისვრის, მას ბურთს უკან უბრუნებენ. ამ ქმედებას სახელიც კი აქვს. ხალხის უმრავლესობა მას თავაზიანობას უწოდებს. თუმცა ზოგი მას ცვლილებას, პატივისცემას ან „გააკეთე, აიღეს“ ეძახის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები