დინამო თბილისის დატოვების შემდეგ - როინ კვასხვაძე ტორპედოში დაბრუნდა
Aa
Aa

დინამო თბილისის დატოვების შემდეგ - როინ კვასხვაძე ტორპედოში დაბრუნდა

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დინამო" თბილისი მეკარემ, როინ კვასხვაძემ დატოვა, „მაკაბისთან" მატჩის წინ დადასტურდა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრამდე  ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გაავრცელა:

„ტრავმები არ გვაქვს, თუმცა სიახლეა ის, რომ გუნდი კვასხვაძემ დატოვა.

ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება - ის ძალიან განიცდიდა ბოლო დროს განცდილ მარცხს.

მინდა, როინს წარმატება ვუსურვო",-აღნიშნა „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, „დინამო" თბილისიდან წასვლის შემდეგ, მეკარესა და ქუთაისის „ტორპედოს" შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და კვასხვაძე ყოფილ კლუბში ბრუნდება.

ჯერ-ჯერობით, ინფორმაცია თავად „ტორპედოს" არ დაუდასტურებია.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მოგეხსენებათ, როინ კვასხვაძისთვის „ტორპედო" და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი უცხო არ არის. მეკარე „დინამო" თბილისს  2020 წლის ზამთარში, ქუთაისის „ტორპედოდან" შეუერთდა. მაშინ კახა ჩხეტიანი და ფეხბურთელი თბილისურ გუნდში ერთად მივიდნენ. იქამდე, 2017 წელს, საქართველოს ჩემპიონობა, ქუთაისური გუნდის რიგებში ერთად იზეიმეს, როდესაც დრამატულ ფინალში ტიტული სწორედ „დინამო" თბილისს წაართვეს - ბოლო წუთზე კვასხვაძემ ოთარ კიტეიშვილის შესრულებული პენალტი მოიგერია.

სხვადასხვა დროს, კვასხვაძემ „ტორპედოსთან" ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა (2017), საქართველოს თასი (2016, 2018) და საქართველოს სუპერთასი (2018, 2019) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები