მოფარიკავეს ოლიმპიურ სოფელში არ უშვებენ - მიზეზი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებია
Aa
Aa

მოფარიკავეს ოლიმპიურ სოფელში არ უშვებენ - მიზეზი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებია

ამერიკელი მოფარიკავე, ალენ ჰაჯიჩი ოლიმპიურ სოფელში შესვლას ვერ ახერხებს. 29 წლის სპორტსმენი ტოკიო 2020-ის დაწყებას ერთ-ერთ სასტუმროში ელოდება, რომელიც ოლიმპიური სოფლიდან 25 წუთის სავალზე მდებარეობს, და როგორც თავად ამბობს, უსამართლობის მსხვერპლია.

ივნისში, აშშ-ის ოლიმპიურმა და პარალიმპურმა კომიტეტმა ჰაჯიჩს დროებითი დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან 3-მა ქალბატონმა მას ბრალი სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება დასდო, მოფარიკავე კი თავს უდანაშაულოდ სცნობდა. მოგვიანებით, მოსამართლემ კომიტეტის გადაწყვეტილება შეცვალა და 29 წლის სპორტსმენს ტოკიოს ოლიმპიადაზე აშშ-ის გუნდთან ერთად გამგზავრების უფლება მისცა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, ჰაჯიჩი და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ მას შეზღუდვები მაინც აქვს. სპორტსმენის მიხედვით, ფარიკაობის მმართველმა ორგანომ მას აიძულა ტოკიოში მარტო გამგზავრებულიყო, ოლიმპიური სოფლისგან 25 წუთის სავალზე მდებარე სასტუმროში ეცხოვრა და თანაგუნდელებისგან განცალკევებით ივარჯიშა, რაც დიდი უსამართლობაა.

აშშ-ის ფარიკაობის მმართველ ორგანოს ჰაჯიჩი უპასუხოდ არ დაუტოვებია და განაცხადა, რომ ოლიმპიური გუნდის წევრების მიხედვით, ჰაჯიჩთან ერთად ყოფნისას, ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ და ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამან განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები