„თავის წონაში დომინირებს“ – Yahoo Sports-მა ლაშა ტალახაძე გამოარჩია
Aa
Aa

„თავის წონაში დომინირებს“ – Yahoo Sports-მა ლაშა ტალახაძე გამოარჩია

ამერიკულმა გამოცემამ, Yahoo Sports-მა Reuters-ის მიხედვით საინტერესო სტატია მოამზადა, რომელშიც ტოკიოს ოლიმპიადაზე მოასპარეზე ძალოსნებზეა საუბარი. სტატიის სათაური ასეთი გახლავთ: „ხუთი ძალოსანი, რომლებსაც ტოკიოს ოლიმპიადაზე თვალი უნდა ადევნოთ“ და გასაკვირი სულაც არაა, რომ რჩეულთა შორის ლაშა ტალახაძეს ვხედავთ.

Yahoo Sports ქართველ სპორტსმენზე მოკლედაც საუბრობს: „2016 წელს, რიოში გამართულ ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მამაკაცთა შორის ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტალახაძემ ატაცში 215 კილოგრამი ასწია, ხოლო აკვრაში - 258 კილოგრამი და ორჭიდში დაგროვებული 473 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ლაშა მამაკაცთა სუპერ-მძიმე წონით კატეგორიაში დომინირებს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ძალოსნად 3-ჯერ დაასახელა და კარიერაში რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაუმყარებია“, - წერს გამოცემა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ Yahoo Sports-მა ლაშა ტალახაძის გარდა, ლორელ ჰუბარდი (პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიადაზე გამოვა), ში ჟიონი, ლიდია ვალენტინ პერესი და ჰიდილინ დიასი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები