მსაჯის შეცდომა და დიდი ბრძოლა - ბათუმის დინამოს დასანანი მარცხი
Aa
Aa

მსაჯის შეცდომა და დიდი ბრძოლა - ბათუმის დინამოს დასანანი მარცხი

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის ''დინამო'' შინ ბორისოვის ''ბატესთან'' 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე პაველ ნეხაიჩიკმა გაიტანა. თამაშმა შესანიშნავ საფეხბურთო გარემოში ჩაიარა, გია გეგუჩაძის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, დომინირება, თუმცა 

პირველ ტაიმში ''ბატეს'' ფეხბურთელებმა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი 31-ე წუთზე შექმნეს, კუთხურისას ბათუმის ''დინამოს'' მცველებმა პაველ ნეხაიჩიკის მოძრაობა ვერ შენიშნეს, რომელიც საჯარიმოში მყოფ ფეხბურთელებს გამოეყო და კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

''ბატეს'' ფეხბურთელების უპირატესობა მცირე მონაკვეთში ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებაში გამოიხატებოდა, თუმცა სისწრაფისა და ტექნიკის თვალსაზრისით გია გეგუჩაძის ფეხბურთელები მეტოქის მოთამაშეებს აშკარად აღემატებოდნენ, თუმცა ბათუმის ''დინამოს' მოთამაშეები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მთავარმა მსაჯმა ბათუმის ''დინამოს'' სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა, თუმცა არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა. ჯაბა ჯიღაურთან ორთაბრძოლისას თამაშის წესი უმაროვმა დაარღვია.

არბიტრის უსამართლო გადაწყვეტილება

მეორე ტაიმში ბათუმის ''დინამოს'' უპირატესობა ძალიან აშკარა გახდა, თუმცა 61-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევისას მასპინძელთა მცვეელები შეცდნენ, პაველ ნეხაიჩიკს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი, თუმცა კუპატაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. ანალოგიურად მოხდა 71-ე წუთზე, ''ბატეს'' ძალიან სახიფათო კონტრშეტევა მიკალაი სიგნევიჩის დარტყმით დასრულდა, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

უნდა ითქვას, რომ ირაკლი აზაროვის მსგავსად დამაჯერებელი იყო ლაზარე კუპატაძე, რომელმაც მეორე ტაიმის აღნიშნული ეპიზოდების გარდა, პირველ ტაიმში ''ბატეს'' კუთხურის შესრულებისას შესანიშნავი ''სეივით'' ბურთი მოიგერია, თუმცა მატჩის მიწურულს.

მასპინძელთა შორის ირაკლი აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევაში აქტიურობის გარდა დაცვაშიც დროულად მოქმედებდა და რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა ჩაშალა, თუმცა ზოგადად მთელმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა თუ არ ჩავთვლით მოქმედებებს შეტევის დასკვნით ფაზაში.

აზაროვის ოსტატური თამაში

83-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა გოლით დასრულდა, თუმცა კონტრშეტევის დასაწყისში სტუმრებმა ზარიას წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს, არბიტრმა თამაში არ შეაჩერა და შეტევა ნეხაიჩიკის გოლით დასრულდა.

გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელები გატყდნენ, მათმა შეტევებმა სიმწვავე დაკარგა და საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. საპასუხო მატჩი 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები