სტეფ კარიმ MVP-ის ტიტული მოიგო
Aa
Aa

სტეფ კარიმ MVP-ის ტიტული მოიგო

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელი სტეფ კარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ოფიციალურად დასახელდა. ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად, კარიმ 1 198 ქულა (აქედან 100 პირველი ადგილი) მიიღო და ჯეიმს ჰარდენს (ჰიუსტონი, 936) და ლებრონ ჯეიმსს (“კლივლენდი”, 552) აჯობა.

სტეფის დახმარებით, “უორიორსმა” 82-დან 67 მატჩი მოიგო და რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა. 27 წლის ვარსკვლავმა მონაწილეობა 80 თამაშში მიიღო და საშუალოდ 23.8 ქულას, 7.7 პასს, 4.3 მოხსნას და 2.0 ჩაჭრას აგროვებდა.

კარი 1959-60 წლების სეზონის შემდეგ, “გოლდენ სტეიტის” პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული მოიპოვა. მაშინ პრესტიჟული ჯილდო ლეგენდარულმა ცენტრმა უილტ ჩემბერლენმა დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები