ტოკიოს ოლიმპიადა - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ტოკიოს ოლიმპიადა - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო 24 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულება, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი 9 ფალავანი დაიცავს.

60 კილოგრამი წონითი კატეგორია - ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთვება და ბრიტანელ ეშლი მაკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

66 კილოგრამი წონითი კატეგორია - ჩხვიმიანის მსგავსად, პირველ წრეში ვაჟა მარგველაშვილიც დაისვენებს. ქართველი ფალავანი მეორე რაუნდში იაკუბ შამილოვს ან სებასტიან საიდლს გაეჯიბრება.

73 კილოგრამი წონითი კატეგორია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. ჩვენებურის მეტოქე ედუარდო ბარბოსა ან ჩენ გულომე იქნება.

81 კილოგრამი წონითი კატეგორია - ტატო გრუგალაშვილი პირველ წრეში არ იჭიდავებს და ჯოშტერ ენდრიუსა და აკმალ მუროდოვის წყვილის გამარჯვებულს დაელოდება.

90 კილოგრამი წონითი კატეგორია - ლაშა ბექაური პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს და მისი მეტოქე პოლონელი ფალავანი, პიოტრ კუჩერა იქნება. ნიკოლოზ შერაზადიშვილს რაც შეეხება, იგი მეორე წრეში ალტანბაგანა განტულგას გაეჯიბრება.

100 კილოგრამი წონითი კატეგორია - ვარლამ ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს და მედლისთვის ბრძოლას შაჰ ჰუსეინ შაჰთან ან რამადან დარვიშთან დაიწყებს.

100+ კილოგრამი წონითი კატეგორია - გურამ თუშიშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება და ენდი გრანდასა და ტემურ რახიმოვს შორის უფრო ძლიერს შეხვდება.

ქალ ძიუდოისტთა განრიგს რაც შეეხება, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი პირველ წრეში საბიანა ანესტორს დაუპირისპირდება, ხოლო 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანს დიასონემა მუკუნგული ელის, გამარჯვების შემთხვევაში კი ტატამზე ტერეზა შტოლის წინააღმდეგ გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები