Aa Aa
21 ივლისი 2021  |  16:20

ოლიმპიადაზეც დაიჩოქებენ - პროტესტის შემდეგ კომიტეტმა უკან დაიხია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა Black Lives Matter-ის აქციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოლიმპიური თამაშების წესებს არ ეწინააღმდეგება.

„ეს დასაშვებია და ის 50-ე წესს არ არღვევს. რეგლამენტში საკითხი ცალკე იქნა განხილული“, - ამბობს ბახი.

დღეს, დიდი ბრიტანეთისა და ჩილეს ნაკრებთა ფეხბურთელები ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი სპორტსმენები გახდნენ, რომლებმაც რასიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ აქციის ფარგლებში მუხლი მოიდრიკეს.

დღევანდელ დღემდე ოლიმპიურ კომიტეტს ამ თემასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. თავდაპირველად ითქვა, რომ ხსენებული ჟესტი ქარტიის 50-ე წესს არღვევდა, რომლის თანახმადაც ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა თამაშებზე აკრძალული იყო.

ამის შემდეგ, კომიტეტის გადაწყვეტილებას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც საკითხის განხილვა თავიდან მოხდა და როგორც ხედავთ, დღეს ბახმა თქვა, რომ ეს ჟესტი და ანტირასისტული მოძრაობა 50-ე წესს არ არღვევს.

წესდების თანახმად, სპორტსმენებს ხსენებული ჟესტის გამოყენება შეჯიბრის დაწყებამდე შეეძლებათ. კონკურსის დაწყებამდე ან დაჯილდოების ცერემონიისას ის აკრძალული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

გაზიარება:

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში