Aa
Aa

"ბიჭები წარსულიდან" - რეალმა ბარსელონა დაამარცხა

თელავივში საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ერთმანეთს მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ.

მინდორზე გულშემატკივრებმა რონალდინიო, ფიგუ, რივალდო, სავიოლა, კარლოსი, დეკუ და სხვა ვარსკვლავები იხილეს. ლეგენდების „ელ კლასიკო“ „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში „ბლაუგრანა“ რონალდინიომ დააწინაურა და ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე მუნიტისმა და პერესმა ბარსას კარი აიღეს და „ბლანკოსი“ წინ გაიყვანეს.

მე-60 წუთზე, ჟოფრი მატეუმ რივალდოს ულამაზესი პასი გოლით დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა. 10 წუთის შემდეგ, მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ და რუბენ დე ლა რედმა „რეალი“ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მატჩში აღარაფერი შეცვლილა.

რონალდინიოს მაგარი თამაში

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა საკუთარი თამაშით ყველას თავისი ახალგაზრდობა გაახსენა. როგორც უკვე მოგახსენეთ, გაუჩომ ანგარიში გახსნა. ამის გარდა მას ორი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში რამდენიმე მცველს გაექცა და უძლიერესი დარტყმით ბურთი კარის ძელს მოარტყა. მომდევნო ეპიზოდში კი რონალდინიომ დაახლოებით ცენტრიდან გაისროლა, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები