ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - გიორგი გოგრიჭიანი ვერცხლის პრიზიორია!
Aa
Aa

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - გიორგი გოგრიჭიანი ვერცხლის პრიზიორია!

19-25 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტი სტარტი ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო, სადაც საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრი, გიორგი გოგრიჭიანი, 65-კილოგრამ წონით კატეგორიაში  ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა ამერიკელ შაპიროს ვეღარ მოუგო და ვერცლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე ქართველმა ესპანელ მილას (10-0), ბელარუს ნიაძელკსა წმინდად, ბულგარელ დიანკოს (11-3) და ირანელ აბას რეზაეიაგოუზგელეს (6-6) მოუგო.

დღესვე, 80-კილოგრამ წონით კატეგორიაში  ბრინჯაოს მედალი თირნიკე სამხარაძემ მოიპოვა, ხოლო მალხაზ ხელაია (45 კგ), გიორგი აბულაშვილი (60 კგ) და გიორგი ნათობიძე (71 კგ) ჭაბუკთა პირველობაზე, ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას, დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებენ.

შეხვედრები ხვალ, 13:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები