ლეგენდების
Aa
Aa

ლეგენდების "ელ კლასიკო" - რონალდინიოს გოლი და მაგარი მომენტები!

საფეხბურთო სამყარო ლეგენდების „ელ კლასიკოზეა“ გადართული. რივალდო, რონალდინიო, დეკუ, კარლოსი, ფიგუ და სხვა ვარსკვლავები ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ თელავივში თამაშობენ.

ლეგენდარულმა რონალდინიომ ანგარიში გახსნა და რამდენიმე ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა. ბრაზილიელ ყოფილ ფეხბურთელს კიდევ ორი გოლის გატანა შეეძლო. ერთ ეპიზოდში გაუჩო რამდენიმე მცველს გაექცა, ბურთი კარისკენ ძლიერად დაარტყა და მადრიდელები ძელმა იხსნა.

მომდევნო ეპიზოდში კი ბარსას ყოფილმა „ათიანმა“ ცენტრიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები