ნონა გაფრინდაშვილი ლეო მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის
Aa
Aa

ნონა გაფრინდაშვილი ლეო მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

ივნისში, ლეო მესიმ საკუთარი მაისური ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქა. მაისურზე მესის ავტოგრაფია.

ნონა გაფრინდაშვილი საჩუქარს მესის თავადაც გაუგზავნის. დღეს, ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და ინფორმაცია ცნობილი ამის შემდეგ გახდა.

სპეციალურად არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის მოოქროვილი ფიგურები დამზადდა. დიზაინზე კომპანია ზარაფხანამ" იმუშავა.

ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“,-აღნიშნა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.

 ინფორმაციასა და ფოტომასალას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები