127 წლის შემდეგ - ყველასთვის ცნობილი  ოლიმპიური თამაშების დევიზი შეიცვალა
Aa
Aa

127 წლის შემდეგ - ყველასთვის ცნობილი ოლიმპიური თამაშების დევიზი შეიცვალა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება, მათ შორის: 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.

ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტოკიო 2020-ისთვის ახალი დევიზი შეიმუშავა. ყველასთვის ცნობილი  „სწრაფად, მაღლა, ძლიერად!" შეიცვალა და ახალი ფორმულირება შეიძინა - „სწრაფად, მაღლა, ძლიერად – ერთად!" 

ოლიმპიური თამაშების დევიზი 1894 წელს,  თამაშების შემქმნელის, პიერ დე კუბერტენის მიერ დამტკიცდა და მას შემდეგ, 127 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

სიახლეა ისიც, რომ ტოკიო 2020-ის მიმდინარეობისას ხაზგასმული იქნება სოლიდარობის გამოხატულების მნიშვნელობა, ყურადღება დაეთმობა თანასწორობის საკითხს და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოხატვის დაუშვებლობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები