სექსუალური ძალადობა ბავშვზე - სიგურდსონი დაკავებულია!
Aa
Aa

სექსუალური ძალადობა ბავშვზე - სიგურდსონი დაკავებულია!

დღეს სპორტულ მედიაში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად გაიჟღერა ამბავმა, რომელმაც სრულიად საფეხბურთო სამყარო ააღელვა. საქმე ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება და ბრალი „ევერტონის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს ედებოდა.

თავდაპირველად კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ფეხბურთელის გვარი არ სახელდებოდა. ახლა კი ბრიტანული მედია დაზუსტებით ამბობს, რომ ბრალდებული „ევერტონის“ ნახევარმცველი გილფი სიგურდსონია.

Sun-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი გასულ პარასკევს დააპატიმრეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მისი სახლი გაჩხრიკეს და სამხილებს ეძებდნენ. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს მიხედვით, საუბარი საკმაოდ მძიმე და სერიოზულ დანაშაულზეა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, მომხდარმა როგორც პრემიერ ლიგა, ისე „ევერტონის“ ფეხბურთელები შოკში ჩააგდო. გარდა ამისა, Sun ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ მოთამაშეს მეუღლე ჰყავს.

„კანფეტებმა“ უკვე დაადასტურეს, რომ Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და დასძინეს, რომ კლუბი სამართალდამცველებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს, ფეხბურთელის აგენტმა კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები