რობერტო ბაიერნში? - გერმანიაში იჯარა სურთ
Aa
Aa

რობერტო ბაიერნში? - გერმანიაში იჯარა სურთ

სპორტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს. ცნობილი ხდება, რომ „რეკორდმაისტერი“ სერხი რობერტოს იჯარის წესით გადაბირებას გეგმავს. ამას დამატებული გამოსყიდვის უფლება.

წყაროს ცნობით, გერმანულ კლუბს დიდი ხანია მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს. ესპანელი უკანახაზელი კი მათთვის იდეალური ვარიანტია. რობერტოს დაცვაშიც კარგად შეუძლია თამაში და შეტევაშიც ნაყოფიერია.

 „ბაიერნი“ სერხის გარდა სერჟინიო დესტსაც აკვირდება და იმ შემთხვევაში, თუ რობერტოსთან მოლაპარაკება არ შედგება, მიუნხელები ამერიკელ ფეხბურთელზე გადაერთვებიან. ამ მომენტისთვის კი კომუნიკაცია კლუბსა და სერხი რობერტოს აგენტს შორის მიმდინარეობს.

29 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და რა თქმა უნდა, ბარსას მისი გაშვება უფასოდ არ სურს. ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ „ბლაუგრანას“ და „ბაიერნს“ კარგი ურთიერთობა აქვთ. 2019/2020 წლებში „ბარსელონადან“ „რეკორდმაისტერში“ იჯარის წესით ფელიპე კოუტინიო გადაბარგდა.

რობერტო „ბარსელონაში“

ესპანელი ფეხბურთელი კატალონელთა აღზრდილი გახლავთ. პირველ გუნდში კი 2010 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში სერხი რობერტომ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 304-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები