უგანდაში დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ... - გაუჩინარებული ძალოსანი პოლიციას ჩაბარდა
Aa
Aa

უგანდაში დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ... - გაუჩინარებული ძალოსანი პოლიციას ჩაბარდა

უგანდელი ძალოსანი, რომელიც იაპონიაში ჩასვლის შემდეგ გაუჩინარდა, ნაპოვნია. 20 წლის ჯულიუს სეკიტოლეკო ოსაკაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და კორონავირუსის ტესტი უნდა ჩაებარებინა, მაგრამ სასტუმროში მისულმა ექიმებმა იგი ვერ აღმოაჩინეს.

ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საძიებო სამუშაოები მალევე დაიწყეს და NHK-ის ინფორმაციით, მიზანსაც მიაღწიეს. როგორც ირკვევა, სეკიტოლეკო პოლიციას მიეს პრეფექტურაში, საკუთარი ნებით ჩაბარდა.

NHK-ის ცნობით, ამ მომენტში პოლიცია სპორტსმენისგან ჩვენებას იღებს. სხვათა შორის, მიეს პრეფექტურიდან უგანდის ნაკრების ოლიმპიურ ბაზამდე მისასვლელად, რომელიც იზუმისანოში მდებარეობს, ავტომობილით 3 საათზე მეტი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით 11 საათი დაგჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ინფორმაციით, სეკიტოლეკომ თანამემამულეებს წერილი დაუტოვა, რომელშიც წასვლის მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, მას უგანდაში დაბრუნება არ სურდა და იმედი ჰქონდა, რომ იაპონიაში სამსახურს იპოვიდა. სეკიტოკელომ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა და ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოიპოვა, რის გამოც იაპონია სამშაბათს უნდა დაეტოვებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები