''უმორჩილესად გთხოვთ,  თავი შეიკავოთ'' - ბათუმის დინამო ქომაგებს მიმართავს
Aa
Aa

''უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ'' - ბათუმის დინამო ქომაგებს მიმართავს

საფეხბურთო კლუბი ბათუმის ''დინამო'' ვრცელი განცხადებით ქომაგებს მიმართავს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს, რომ მათი მხრიდან მოედანზე შეჭრის ფაქტი არ განმეორდეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

''ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმსა და ტრე პენეს შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ემუქრება დამატებითი სანქციები. 

ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის.

უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე. პატივისცემით დინამო ბათუმის ადმინისტრაცია''.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები