სამტრედია ათმა ფეხბურთელმა დატოვა - გუნდი შეკრებას თურქეთში გაივლის
Aa
Aa

სამტრედია ათმა ფეხბურთელმა დატოვა - გუნდი შეკრებას თურქეთში გაივლის

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, „სამტრედიის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბი ათმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის: კაბა სამბუმ, შოთა კერძევაძემ, დავით ჯიქიამ, გურამ ლუკავამ, ესტებან მასკარენამ, პაულინიო ვარიეტიმ, იბრაჰიმ გადირზადემ, კრისტიან ვიეირამ, ზურაბ ერაძემ და მილან ლალიჩმა.

„სამტრედია" ფეხბურთელებს დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

პარალელურად, გუნდს 3 ახალწვეულიც ჰყავს: ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი და რუსლან ჰაჩიევი.

„სამტრედია" უკვე თურქეთის დედაქალაქ ანკარაშია, სადაც 2-კვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

გია ცეცაძის გუნდის შემადგენლობა ასეთია: ბექა ქურდაძე, რეზო ლომიძე, ლუკა ასათიანი, ანდრო გიორგაძე, შაკო ნადირაძე, ჯემალ გოგიაშვილი, თამაზ ცეცხლაძე, სტრაჰინია პავიშიჩი, გიორგი ახალაძე, მათე კვირკვია, ლუკა რობაქიძე, ანატოლი მესიაჩენკო, გიორგი მჭედლიშვილი, გივი იოსელიანი, ავთო ენდელაძე, ლუკა შენგელია, ოთარ კობახიძე, გიორგი ლომთაძე, , რუსლან ჰაჩიევი, გიორგი ილურიძე, გიორგი არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პაუზაა. რანგით უმაღლესი ლიგა გულშემატკივარს 7 აგვისტოდან დაუბრუნდება, უშუალოდ „სამტრედია" კი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩს „დინამო" ბათუმის წინააღმდეგ სტუმრად, 8 აგვისტოს გამართავს.

გასული, 21 ტურის შემდეგ გუნდს სატურნირო ცხრილში არასახარბიელო მდგომარეობა აქვს - „სამტრედია" 10 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს და ლიგა 2-ში დაქვეითების კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები