ვირტუალური გულშემატკივარი და ოვაციები - ოლიმპიურ თამაშებზე ახალი მოდელი დაიტესტება
Aa
Aa

ვირტუალური გულშემატკივარი და ოვაციები - ოლიმპიურ თამაშებზე ახალი მოდელი დაიტესტება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება. ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, პარალიმპური თამაშების განრიგი კი  24 აგვისტო - 5 სექტემბერია.

ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება, მათ შორის: 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსთან დაკავშირებით გართულებული ვითარების გამო, 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის გამოც, ტოკიო 2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის. ამიტომ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩაწერილ, ძველ ხმებს გამოიყენებენ, რაც ტრიბუნებიდან წამოსული ხმაურის ილუზიას შექმნის.

ტოკიო 2020-ზე ასევე geo maps-ს გამოიყენებენ, რომელიც აჩვენებს კონკრეტულ შეჯიბრებას თითოეული ქვეყნიდან რამდენი გულშემატკივარი უყურებს. მაყურებელს საშუალება ექნება მხარდაჭერა „ვირტუალური ტაშით" გამოხატოს, რაც არენებზე გამოჩნდება. ასევე, შესაძლებელი იქნება 6-წამიანი სელფის ჩაწერა, რომელიც დიდ ეკრანებზე გადაიცემა. 

ტოკიოს ოლიმპიადა: გამარჯვებულები მედლებს კისერზე თავად ჩამოიკიდებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები