გაგრას 21 წლის მეკარით სლოვაკური გუნდი დაინტერესდა
Aa
Aa

გაგრას 21 წლის მეკარით სლოვაკური გუნდი დაინტერესდა

CrystalSport-ის ცნობით ''გაგრას'' მეკარე დავით კერესელიძემ კარიერა შესაძლოა სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის კლუბში გააგრძელოს. კლუბის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დაინტერესება რეალურია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. 

21 წლის ფეხბურთელს ''გაგრას'' გარდა ''ცხინვალში'' უთამაშია. 2019 წლიდან ''გაგრას'' მოთამაშეა. გასულ წელს კლუბთან ერთად საქართველოს თასი მოიგო, მიმდინარე ზაფხულში კი UEFA-ს კონფერენს ლიგაზე იასპარეზა.

შეგახსენებთ, გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი ''გაგრა'' პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს წარმომადგენელ ''სუტიესკასთან'' ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი თბილისში, ''მიხეილ მესხზე'' ფრედ 1:1 დასრულდა. კერესელიძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მან 4 ''სეივი'' შეასრულა და გაშვებული გოლი მის შეცდომას არ მოჰყოლია, მცველები შეცდნენ.

''გაგრა'' რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში დავით კერესელიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები