AGC CHALLENGE 2 - ბორენა ცერცვაძემ სადებიუტო ბრძოლაში იმარჯვა
Aa
Aa

AGC CHALLENGE 2 - ბორენა ცერცვაძემ სადებიუტო ბრძოლაში იმარჯვა

ქალაქ ბათუმმა AGC CHALLENGE 2-ის ეგიდით გამართულ შერეულ ორთაბრძოლებს უმასპინძლა.

შეჯიბრზე მისულმა მაყურებელმა ბევრი კარგი ბრძოლა იხილა, მაგრამ გამოსარჩევი იყო ერთი დაპირისპირება, რომელიც გოგონების მონაწილეობით შედგა.

ორჭიმსა და შტანგის ამოწევაში ევროპის ჩემპიონმა ბორენა ცერცვაძემ შერეულ ორთაბრძოლებში სადებიტო ჩხუბი გამართა და ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება იზეიმა.

ბორენა ცერცვაძემ სენაკის წარმომადგენელი მარიამ ტორჩინავა დაამრცხა.

"ეს ბრძოლა ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ბევრს ნიშნავდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა მოვიგებდი თუ წავაგებდი. მთავარი იყო ღირსეულად მებრძოლა. შინაგანად მზად ვიყავი ორივე შემთხვევისთვის. ბევრი შრომა დამჭირდა აქამდე მივსასვლელად. თუმცა ყველაფერი ამად ღირდა. მიზნის მისაღწევად გუნდის წევრები და მწვრთნელები მეხმარებოდნენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ალფა გრინის გუნდი ჩემი მეორე ოჯახია." - განაცხადა ჩვენთან საუბარში ბორენა ცერცვაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები