რუსი მსაჯი:
Aa
Aa

რუსი მსაჯი: "ხვიჩა მატჩის შემდეგ მეკითხება - "ქართველი ხარ?"

რუსმა არბიტრმა ანასტასია პუსტოვოიტოვამ რუსულ მედიასთან საუბარში სახალისო მომენტი გაიხსენა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხება.

მსაჯმა Matchtv-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ''სახალისო ამბავი იყო. თამაშის შემდეგ ხვიჩა მოვიდა, მადლობა გადამიხადა და მკითხა: ''შემთხვევით ქართველი ხომ არ ხარ?''  ვუპასუხე: ''განსხვავებული სულის ადამიანი ვარ''. შემდეგ მან მითხრა: ''ქართველს ძალიან გავხარ''. მე ვუპასუხე: ''მადლობა, ამას კომპლიმენტად ჩავთვლი''.

შეგახსენებთ, პარიმატჩ პრემიერის სახელობის თასის გათამაშების პირველ მატჩში ყაზანის ''რუბინმა'' ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლით 'ხიმკი'' დაამარცხა. ქართველი ტალანტი თამაშში მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ჩაერთო და 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. არბიტრის მიერ მოყოლილი სახალისო ისტორია სწორედ ამ მატჩის შემდეგ მოხდა.

2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი რვას შეადგენს.

თბილისის ''დინამოს'' აღზრდილს ყაზანის ''რუბინთან'' კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 20-25 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები