ცურიდაში: აიღო და გადადგა - ტოჩინოშინის ლამაზი გამარჯვება
Aa
Aa

ცურიდაში: აიღო და გადადგა - ტოჩინოშინის ლამაზი გამარჯვება

„ნაგოია ბაშოს“ მე-15 დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა კოტოეკო იყო, რომელსაც ლევანის მსგავსად უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გაფორმებული ჰქონდა. ბრძოლა ცურიდაშის ილეთითა „ტოჩის“ გამარჯვებით დასრულდა.

გორგაძეს პირველი კონტაქტი კარგი ჰქონდა, პირველივე წამებიდანვე დამაჯერებლად უტევდა და საბოლოოდ ლამაზი გამარჯვების გაფორმებაც შეძლო. კოტოეკოს ორმაგი ჩაავლო, ხელში აიტაცა და დოჰიოდან ასე გადაიყვანა.

ქართველი რიკიში კოტოეკოს აქამდე სულ 3-ჯერ შეხვდა, 2-ჯერ მოუგო და ერთხელ დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ტურნირი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და მომდევნო ბაშოსთვის რანგით კვლავ დაქვეითდება.

ტრავმირებული მუხლით მოასპარეზე გორგაძე თავისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენს და დიდი შანსია ქართველმა მალე კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები