ტოკიო 2020 - საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში გაემგზავრა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში გაემგზავრა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იაპონიაში გაემგზავრა.

როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

ოლიმპიური თამაშები სტარტს 23 ივლისს აიღებს და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. საქართველოს კი 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი  ეყოლება - 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე. 

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოისტი

მამუკა ხაბარელი - ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

ლაშა ბექაური - ძიუდოისტი

გურამ თუშიშვილი - ძიუდოისტი 

გიორგი ხარაბაძე - მოკრივე

ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართელოს სახელით იასპარეზებებ : ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები