ნაგოია ბაშო: დაძაბული ბრძოლა და ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება
Aa
Aa

ნაგოია ბაშო: დაძაბული ბრძოლა და ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება

„ნაგოია ბაშოს“ მე-14 დღეს ქართველი სუმოტორი მე-17 მაეგაშირა იჩიიამამოტოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ უკანასკნელს კაჩი-კოშის გაფორმების შანსი ჰქონდა, რომელსაც კვლავ ინარჩუნებს, თუმცა მიზნამდე მისვლა დღევე შეეძლო.

ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო. დოჰიოზე საკმაოდ თვალსასეირო შერკინება ვიხილეთ. გორგაძე მარცხთან ახლოს იყო, თუმცა კიდესთან მიმწყვდეულმა გამოძვრომა შეძლო და ორმაგი მავაშის აღების შემდეგ მეტოქის გადაყვანა მოახერხა.

იჩიიამამოტო გორგაძეს პირველად შეერკინა. როგორც მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ამ მომენტისთვის ქართველის ბალანსზე 6 მოგება და 8 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები