მორიგი ღირსეული საქციელი - ჯანო ანანიძე შუქურას საფეხბურთო სკოლას დაეხმარა
Aa
Aa

მორიგი ღირსეული საქციელი - ჯანო ანანიძე შუქურას საფეხბურთო სკოლას დაეხმარა

„დინამო“ თბილისის ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ თავი მორიგი ღირსეული საქციელით გამოიჩინა - საფეხბურთო კლუბ „შუქურას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გუნდის აკადემიას სხვადასხვა სპორტული ინვენტარით დაეხმარა:

„ჯანო ანანიძემ შუქურას აკადემიის აღსაზრდელებს საჩუქრად ბურთები, მაისურები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარები გამოუგზავნა.

მადლობა ჯანოს პატარების წახალისებისათვის",-წერს კლუბი და ფოტომასალას ავრცელებს.

ჯანო ანანიძის მშობლიური ქალაქი ქობულეთია. მან საფეხბურთო კარიერა სწორედ „შუქურაში დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფეხბურთელის შესახებ საქველმოქმედო ხასიათის ინფორმაცია ვრცელდება. სხვადასხვა დროს ის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ დაეხმარა, მანვე დააფინანსა უცხოეთში „მართვეს“ 18 წლის ფეხბურთელის, ნინი გურგენიძის მკურნალობის ხარჯები.

რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო კარიერას, მოგეხსენებათ, ანანიძე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. ნახევარმცველმა ძველი, გამიზეზებული ტრავმის გამო, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა ამ დროში „დინამო“ თბილისის მაისურით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა - ჯანო მოედანზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, „დინამო“ ბათუმის წინააღმდეგ, 64-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები