უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების მასპინძელი ქალაქები დაასახელა
Aa
Aa

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების მასპინძელი ქალაქები დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების მასპინძელი ქალაქები ოფიციალურად დაასახელა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის უახლოესი 4 ფინალის მასპინძელი ქალაქები არიან: სანკტ-პეტერბურგი, სტამბოლი, ლონდონი და მიუნხენი.

როგორც ხედავთ, უეფამ თურქებს ფინალის მასპინძლობის უფლება დაუბრუნა. პანდემიის გამო სტამბოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერც 2020-ში და 2021-ში უმასპინძლა. შარშან ფინალი ლისაბონში ჩატარდა, წელს კი პორტუში.

ამრიგად, ქალაქები ფინალებს ასეთი მიმდევრობით უმასპინძლებენ:

2022 წელი - „გაზპრომ არენა", სანკტ-პეტერბურგი

2023 წელი - „ქემალ ათათურქის“ სახელობის არენა, სტაბოლი

2024 წელი - „უემბლი", ლონდონი

2025 წელი - „ალიანც არენა", მიუნხენი

რაც შეეხება ევროპა ლიგას, ფინალის მასპინძელ ქალაქთა სია ასეთია:

2022 წელი - „სანჩეს პისხუანი“ - სევილია

2023 წელი - „პუშკაშ არენა“, ბუდაპეშტი

2024 წელი - „ავივა სთეიდიუმი“, დუბლინი

2025 წელი - „ნუევო სან მამესი“, ბილბაო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები