ჟირუ ჩელსის დაემშვიდობა - ფრანგი მილანში ითამაშებს
Aa
Aa

ჟირუ ჩელსის დაემშვიდობა - ფრანგი მილანში ითამაშებს

ოლივიე ჟირუმ „მილანთან“ ყველა დეტალი შეათანხმა და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება.

ფრანგი ფორვარდი სოციალური ქსელის მეშვეობით „ჩელსის“ ქომაგებს დაემშვიდობა:

„ყველა ლურჯს, ჩემს ყველა თანაგუნდელს, ყველა მწვრთნელს, მთელ კლუბს, უდიდესი მადლობა ამ განსაკუთრებული მომენტებისათვის.

მე, ახალ მოგზაურობას მსუბუქი და ბედნიერი გულით ვიწყებ. ჩვენი გამარჯვებები Fa Cup-ზე, ევროპა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი იყო. სიყვარულით Oli G“.

36 წლის ფორვარდმა „როსონერიში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. როგორც ცნობილია, „ჩელსიმ“ ჟირუს სანაცვლოდ 1.7 მილიონი ფუნტი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ „არისტოკრატთა“ რიგებში 2018 წელს „არსენალიდან“ 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. “ლურჯების“ მაისურით მის ანგარიშზე 119 მატჩში, 39 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები