Rugger Info: მაისაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
Aa
Aa

Rugger Info: მაისაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

Rugger Info-ს ცნობით კორონავირუსით ინფიცირებული ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კრიტიკული იყო, შემდეგ კი  სტაბილურად მძიმე გახდა.

კორონავირუსით ინფიცირების გამო 9 ივლისს დაგეგმილი სამხრეთ აფრიკა - საქართველოს მატჩი ჩაიშალა. ამავე მიზეზით 17 ივლისს, ''დინამო არენაზე'' საქართველო-შოტლანდიის დაპირისპირება არ შედგება.

ამ თემაზე 9 ივლისს საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

„სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას, ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა. გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები