იოლი გამარჯვება - ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

იოლი გამარჯვება - ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა

ყაზახეთში, ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა. შარიპოვასა და აინიტდინოვას დამარცხების შემდეგ, ბოლქვაძე მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 361-ე ჩოგანს, ბელარუს შალიმირ ტალბის დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე პირველ სეტში ანგარიშით 6:1 დაამარცხა. მეორეში კი ბელარუსს თავი ტრავმამ შეახსენა და მეორე გეიმის შემდეგ, 2:0-ზე მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა. დაპირისპირება 51 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბოლქვაძემ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 4 ბრეიკი შეასრულა.

გათამაშების ნახევარფინალში მარიამი ასევე ბელარუსს იულია ჰატუკას დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 262-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, მარიამი ამავე ტურნირზე მონაწილეობდა, თუმცა მაშინ საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი იყო. ბოლქვაძე ერთეულთა თანრიგში დამარცხდა, თუმცა წყვილებში ჩემპიონი გახდა. მარიამი ეკატერინა იაშინასთან ერთად თამაშობდა და ფინალში რუსეთის წარმომადგენლებს ვლადა კოვალის და ანასტასია ტიხონოვას შანსი არ დაუტოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები