გორის დილამ ''ქამბექით'' მოიგო, თუმცა კონფერენს ლიგას დაემშვიდობა
Aa
Aa

გორის დილამ ''ქამბექით'' მოიგო, თუმცა კონფერენს ლიგას დაემშვიდობა

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გორის ''დილამ'' ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' სლოვაკურ ''ჟილინას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სლოვაკური გუნდი გავიდა, რადგან ''ჟილინამ'' შინ 5:1 გაანადგურა ანდრეი დემჩენკოს გუნდი.

გორში გამართული პირველი ტაიმი ''ჟილინამ'' მოიგო, მე-5 დამატებულ წუთზე ვაგან ბიჩახჩიანმა ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ გორის ''დილამ'' ორი გოლი გაიტანა. 58-ე წუთზე უსმან კამარამ ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ''დილამ'' საპასუხო შეხვედრაში ე.წ. ''ქამბექი'' შემოგვთავაზა, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის საკმარისი არ გამოდგა.

ორი მატჩის ჯამში ''ჟილინა'' 6:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო გორის ''დილა'' კონფერენს ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები