ბათუმის დინამომ ტრე პენე კვლავ გაანადგურა - ჯოვინოს ბრწყინვალე გოლი
Aa
Aa

ბათუმის დინამომ ტრე პენე კვლავ გაანადგურა - ჯოვინოს ბრწყინვალე გოლი

UEFA-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამომ'' სან მარინოს წარმომადგენელი ''ტრე პენე'' 3:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში აჭარულმა გუნდმა 7:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა.  სან მარინოში გამართულ მატჩში გეგუჩაძის გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა.

ანგარიში მე-16 წუთზე ვამარა სანოგომ გახსნა. საგოლე გადაცემა ლაშა შინდაგორიძის ანგარიშზეა.

47-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და ახლო მანძილიდან ანგარიში ორამდე გაზარდა.

51-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბრაზილიელმა შემტევმა ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' ბორისოვის ''ბატეს'' შეხვდება. პირველი მატჩი ბათუმში 22 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 29 ივლისს სტუმრად შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები