''ევერტონი პატარა კლუბია'' - ბენიტესმა ძველი კომენტარი ახსნა
Aa
Aa

''ევერტონი პატარა კლუბია'' - ბენიტესმა ძველი კომენტარი ახსნა

''ევერტონის'' მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა, რომელიც წარსულში ''ლივერპულს'' ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტს ''ევერტონის'' ქომაგთა ნაწილში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ბრიტანულმა მედიამ კი ესპანელ სპეციალისტს 2007 წლის განცხადება გაახსენა, როცა ''მერსისაიდული'' დერბის შემდეგ ბენიტესმა ''ევერტონს'' ''პატარა კლუბი'' უწოდა.

''ჩემი ეს კომენტარი კონტექსტზე იყო დამოკიდებული. ეს დიდი ხნის წინ იყო, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ყოველთვის შენი კლუბისთვის იბრძვი, ახლაც ამას გავაკეთებ. მე ვიბრძოლებ ''ევერტონისთვის''.

მაქსიმალურად ვეცდები ჩემი კლუბის წარმატებისთვის თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავიღო. ''ევერტონი'' ხდება უფრო და უფრო დიდი კლუბი''.

რაფაელ ბენიტესი ''ლივერპულს'' 2004-10 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ''ლივერპულმა'' ჩემპიონთა ლიგა (2004-05), ინგლისის ასოციაციის თასი (2005-06), ''ქომუნითი შილდი'' (2006) და UEFA-ს სუპერთასი (2005) მოიგო. ასევე, 2006-07 წლების სეზონში მისი გაწვრთნილი ''ლივერპული'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''მილანთან'' დამარცხდა (2006-07).

61 წლის სპეციალისტმა ''ევერტონთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით ''ევერტონმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები