Bleacher Report-ის განახლებული პროგნოზი - მამუკელაშვილს დრაფტზე 56-ე ნომრად აირჩევენ
Aa
Aa

Bleacher Report-ის განახლებული პროგნოზი - მამუკელაშვილს დრაფტზე 56-ე ნომრად აირჩევენ

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Bleacher Report-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. Bleacher Report-მა NBA Combine-ისა და ვარჯიშების შემდეგ, 60 საუკეთესო ახალგაზრდა დაასახელა და ივარაუდა თუ როგორ განვითარდება მოახლოებული ღონისძიების პირველი და მეორე რაუნდი.

2021 წლის დრაფტი კალათბურთის ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ში წასვლა გადაწყვიტეს. სასიხარულოა, რომ Bleacher Report-ის განახლებულ რეიტინგში „მამუს“ სახელსაც ვხედავთ და გამოცემის მიხედვით, სანდროს 56-ე ნომრად „შარლოთ ჰორნეთსი“ აიყვანს, რომელსაც ეს პიკი ლოს ანჯელეს „კლიპერსისგან“ აქვს.

2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. nbadraft.net-ის ვარაუდით, „მამუ“ 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის ვერ მოხვდება, თუმცა Sports Illustrated და ESPN Bleacher Report-ის პოზიციას იზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები