მაკეკოში - ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს
Aa
Aa

მაკეკოში - ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

„ნაგოია ბაშოს“ მე-12 დღეს, ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე მე-13 მაეგაშირას, ურას დაუპირისპირდა, რომელსაც 7 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი მიმდინარე სუპერტურნირზე მერვედ დამარცხდა და ცუკიოტოშის ილეთით წააგო.

მერვე წაგების შემდეგ, ლევანს მაკეკოში დაუფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ „ნაგოია ბაშოს“ უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ქართველი სუმოტორი ხვალ მე-15 მაეგაშირას, ცურუგიშოს გაეჯიბრება. ლევანს მის წინააღმდეგ დოჰიოზე ერთხელ გასულა და 2021 წლის „ნაცუ ბაშოზე“ იორიკირის ილეთით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები