„დინამომ ორივე მატჩში ძალიან კარგი თამაში აჩვენა
Aa
Aa

„დინამომ ორივე მატჩში ძალიან კარგი თამაში აჩვენა" - ცხადაძე ნეფთჩიზე

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბაქოში შედგა, სადაც „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩის" დაუპირისპირდა. თბილისში, დინამო არენაზე გამართული მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც იდენტური ანგარიშით დასრულდა - „დინამომ" მეტოქის კარის აღება შეძლო, თუმცა, საპასუხოდ საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღო (2-1).

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „დინამო" „ნეფთჩის" წინააღმდეგ ანგარიშით - 4-2 დამარცხდა.

კახა ცხადაძე - „ნეფთჩისთან" მარცხზე

„მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ.  4 გაშვებული გოლიდან 3 გოლი საკუთარ თავს გაუტანეთ. იყო შეცდომები პირველ მატჩში და იყო შეცდომები ამ შეხვედრაშიც. ასეთი დონის მატჩში, ასეთ შეცდომებს, გამართლება არ აქვს და რა თქმა უნდა, საბოლოოდ, აუცილებლად დაისჯები. 

პირველი მატჩისგან განსხვავებით ნეფთჩი კარგი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. ამ გუნდს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ინდივიდუალურადაც ძლიერია.

სამწუხაროა, რომ მომავალ ეტაპზე ვერ გავედით, თუმცა ვთვლი, დინამო თბილისმა სახლშიც და სტუმრადაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა".

მარცხის შემდეგ „დინამო" კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" (ისრაელს) გაუწევს.  „დინამოს" მეტოქე პარალელურად მიმდინარე მატჩში გაირკვა - „კაირათმა" „მაკაბის" უმასპინძლა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით - 3-1 დაამარცხა (პირველი მატჩი: 1-1, მეორე მატჩი: 2-0).

ფოტო: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები