უცნაური ფაქტი - პსჟ-ს მფლობელობაში 9 პროფესიონალი მეკარეა
Aa
Aa

უცნაური ფაქტი - პსჟ-ს მფლობელობაში 9 პროფესიონალი მეკარეა

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ჯანლუიჯი დონარუმა შეუერთდა. იტალიელი კიპერი პარიზულ გრანდში 2026 წლამდე დარჩება და კონკურენციას პირველ რიგში კეილორ ნავასს გაუწევს.

დონარუმას ტრანსფერის შემდეგ სპორტულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ამ მომენტისთვის „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელობაში ოფიციალურად 9 პროფესიონალი მეკარე ირიცხება. პარიზში უკვე იმაზე დაობენ, თუ ვინ იქნება ძირითადი შემადგენლობის კიპერი - ნავასი თუ დონარუმა.. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქმე გაცილებით რთულად არის.

ბუნებრივია ცხრავე მეკარე პირველი გუნდისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ საკითხი მაინც უცნაური და კომიკურია. დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარიზელები რამდენიმე კიპერს შეელევიან.

სერხიო რიკო - პსჟ

ალფონსო არეოლა - „ფულემში“ იჯარის წესით

მარსინ ბულკა - „შატეროში“ იჯარის წესით

ალექსანდრ ლეტელიე - პსჟ

დენის ფრანჩი - პსჟ

ლუკას ლავალი - პსჟ-ს U19

ჯანლუიჯი დონარუმა - პსჟ

კეილორ ნავასი - პსჟ

გარისონ ინოსენტი - „კაენში“ იჯარის წესით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები