მეორე მარცხი ნეფთჩისთან - დინამო კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს
Aa
Aa

მეორე მარცხი ნეფთჩისთან - დინამო კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბაქოში შედგა, სადაც „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩის" დაუპირისპირდა. თბილისში, დინამო არენაზე გამართული მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც იდენტური ანგარიშით დასრულდა - „დინამომ" მეტოქის კარის აღება შეძლო, თუმცა, საპასუხოდ საკუთარ კარში ორი ბურთიც მიიღო (2-1).

საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა და ამ მატჩშიც იგივე ფეხბურთელები ჩართო, რომელიც გულშემატკივარმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე იხილა.

უნდა ითქვას, რომ თბილისში გამართული მატჩისგან განსხვავებით, დინამო ბაქოში შედარებით პასიური იყო, თუმცა პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე შანსი მაინც შექმნა. გიორგი გაბედავას მცდელობების, თუმცა ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ (0-0), შეხვედრაში ანგარიში ქართული გუნდის სერბმა ლეგიონერმა, მილან რადინმა ეფექტური გოლით, 51-ე წუთზე გახსნა (0-1), რასაც მეტოქის გააქტიურება მოჰყვა - 58-ე წუთზე კვასხვაძის კარი ემინ მახმუდოვმა აიღო და წონასწორობა აღადგინა (1-1). 68-ე წუთზე, კვასხვაძის შეცდომის შემდეგ,  „ნეფთჩიმ" თერთმეტმეტრიანის გამომუშავება შეძლო და უპირატესობად აქცია. „დინამოს" ნამიგ ალასგაროვმა გაუტანა (2-1). 

დარჩენილ დროში  „დინამო" თბილისმა მეტოქეს ვეღარაფერი შესთავაზა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „დინამო" „ნეფთჩის" წინააღმდეგ ანგარიშით - 4-2 დამარცხდა.

გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ეს გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. აღნიშნული შეხვედრა „დინამოსა" და „ნეფთჩის" ურთიერთშეხვედრების ისტორიაში 54-ე იყო: სხვადასხვა დროს 25 მატჩი „დინამო" თბილისის სასარგებლოდ დასრულდა, 13 შემთხვევაში ბაქოს „ნეფთჩმა" გაიმარჯვა (მათ შორის ორი მატჩი მიმდინარე საკვალიფიკაციოს ეკუთვნის), 16 შეხვედრაში კი გუნდები ფრეს დასჯერდნენ.

დინამო თბილისი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლიდა, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, „ოლიმპიაკოსი" იქნებოდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ეს ეტაპი ვერ დაძლია, შესაბამისად, ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ნეფთჩი" -  „ოლიმპიაკოსის" წყვილი შედგა. მარცხის შემდეგ „დინამო" კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" (ისრაელს) გაუწევს.  „დინამოს" მეტოქე პარალელურად მიმდინარე მატჩში გაირკვა - „კაირათმა" „მაკაბის" უმასპინძლა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით - 3-1 დაამარცხა (პირველი მატჩი: 1-1, მეორე მატჩი: 2-0).

სხვა საინტერესო ინფორმაცია

„დინამო" თბილისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 280 000 ევრო გამოიმუშავა, რასაც ასევე დაემატა  40 000 ევრო, რაც მგზავრობის ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

ტურნირის მეორე ეტაპის ფინანსური მოგება - 380 000 ევრო იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები