ოფიციალურად - დონარუმა პსჟ-ს ფეხბურთელია!
Aa
Aa

ოფიციალურად - დონარუმა პსჟ-ს ფეხბურთელია!

ბოლო 1 თვის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ დონარუმა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდოდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ იყო, თუმცა სხვადასხვა გამოცემები ხსენებულ ტრანსფერს დარწმუნებით აანონსებდნენ.

დღეს კი პარიზული გრანდის „ტვიტერის“ ვებ-გვერდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დააანონსა. იტალიელმა კარის დარაჯმა პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინო ძირითადი შემადგენლობის მეკარედ კვლავ კეილორ ნავასს განიხილავს. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, „ჯიჟოს“ არ ესიამოვნა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მისი პერფორმანსის შემდეგ, შესაძლოა არგენტინელი სპეციალისტი საკუთარ გადაწყვეტილებაზე დაფიქრდეს.

დონარუმა „მილანს“ დაემშვიდობა

„გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება რთულია, მაგრამ ასეთი რაღაცებით ადამიანი იზრდება. „მილანში“ იმ დროს მივედი, როცა ბავშვის ასაკზე პატარა ვიყავი. აქ 8 წლის მოვედი. ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით, ვიმარჯვებდით და ვტიროდით.

„მილანის“ მაისური ამაყად მეცვა. წლების განმავლობაში ძალიან მსიამოვნებდა ჩემს თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობა. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან.

სერია ა-ში დებიუტი 16 წლის ასაკში მქონდა და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. თქვენთან ერთად არაჩვეულებრივი წლები გამოვიარე, მაგრამ ახლა დამშვიდობების დრო მოვიდა. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა.

„ინსტაგრამის“ პოსტით ჩემი ემოციების აღწერა შეუძლებელია. ვფიქრობ, ვერც სიტყვებით აღვწერ იმ გრძნობებს, რომლებიც თქვენს მიმართ მაკავშირებს. რა შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ზოგჯერ სწორია ცვლილება, სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დადგომა და საკუთარი თავის გაზრდის მცდელობა.

ყველა მილანელი, რომელსაც ოდესმე შევხვედრილვარ, მუდამ ჩემს გულში დარჩება! „მილანს“ ყველა შესაძლო წარმატებას ვუსურვებ და ამას მთელი ჩემი წრფელი გულით ვაკეთებ. „მილანის“ მაისურის ფერების მიღმა არის სიყვარული და გრძნობა, რომელსაც მანძილი და დრო ვერაფერს დააკლებს.“

დონარუმა „მილანში“

22 წლის კიპერი „როსონერის“ მთავარ გუნდში 2015 წელს გამოჩნდა. დღემდე, ჯანლუიჯიმ „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 251-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები