ჯობავას გამარჯვება 12 წლის დიდოსტატთან  - ბაადური მსოფლიო თასის მეორე წრეში გავიდა
Aa
Aa

ჯობავას გამარჯვება 12 წლის დიდოსტატთან - ბაადური მსოფლიო თასის მეორე წრეში გავიდა

სოჭში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო თასზე ბაადურ ჯობავა შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველ წრეში ქართველმა მოჭადრაკემ ამერიკის სახელით მოასპარეზე 12 წლის დიდოსტატი აბჰიმანუ მიშრა 1,5-0,5 დაამარცხა.

მომდევნო პარტიებს ჯობავა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან სემ შენკლანდთან გამართავს.

სამწუხაროდ ლევან ფანცულაია და ლიკა პაიჭაძე მსოფლიო თასს პირველივე წრეში დაემშვიდობნენ. 

ფანცულაიმ უზბეკი მოჭადრაკის ჯახონგირ ვახიდოვის ბარიერი ვერ გადალახა, ხოლო პაიჭაძემ ასევე უზბეკის შამშიდინ ვოხიდოვის.

მეორე წრიდან მსოფლიო თასზე გოგონები ჩაერთვებიან. ლელა ჯავახიშვილის მეტოქე ჯერ არ გარკვეული. დანარჩენი მოჭადრაკეების მოწინააღმდეგები კი ცნობილია :

ნანა ძაგნიძე - ჟოკინ პენგი (ნედერლანდები)

ბელა ხოტენაშვილი - რ ვაიშალი (ინდოეთი)  

ნინო ბაციაშვილი - სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები