იტალიური მედია:
Aa
Aa

იტალიური მედია: "ჟირუ ხუთშაბათს მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის"

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი დიდი საგა ოლივიე ჟირუს ტრანსფერია. ფრანგ თავდამსხმელს აქტიურად უკავშირებენ „მილანს.“

დღეს, იტალიური გამოცემები Sky Sport Italia, MilanNews, Tuttomercatoweb და RMC Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ 34 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათს მილანში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „როსონერის“ ფეხბურთელი გახდება.

ტრანსფერის თანხად ერთი მილიონი ევრო სახელდება. ამას დამატებული 1 მილიონი ევრო ბონუსის სახით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ოლივიე „მილანის“ შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს.

Football Italia წერს, რომ ჟირუსა და „მილანს“ შორის პირადი შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში მოხდა, თუმცა „ჩელსიმ“ მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რათა ფინანსური სარგებელი ენახა. გამოცემა იმასაც წერს, რომ „მამლების“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი იქნება და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი გამოცდილებით დაეხმარება.

ჟირუ „ჩელსიში“

ოლივიე „არისტოკრატებს“ 2017 წელს შეუერთდა და დღემდე ლონდონური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 119-ჯერ მოირგო. გაიტანა 39 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ჟირუმ „ჩელსისთან“ ერთად ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები