რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "მინდა, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს"

სერხიო რამოსი მომავალი სეზონიდან „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს. ესპანელმა უკანახაზელმა პარიზულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კილიან მბაპეს გარშემო საუბრები არ წყდება. ფრანგ სუპერვარსკვლავს კვლავ მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით, სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რამოსმა?

„მინდა, რომ მბაპე ჩემს გუნდში იყოს. გადაწყვეტილების მიღებაში ყველა თავისუფალია. მათ შორის მეც.. ჩვენ დიდი კლუბი ვართ მაგიური პროექტით. ყველა დიდი ფეხბურთელი საბოლოოდ მადრიდის „რეალში“ უნდა მიდიოდეს, თუმცა ამ მომენტში მსურს, რომ კილიანი პარიზში დარჩეს.

პირადად მე მინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშო და მბაპე სწორედ ასეთი არის. ასევე დიდი სურვილი მაქვს ნეიმართან ერთად თამაშის. მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, როდესაც ის „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა."

„პარი სენ ჟერმენის“ ტრანსფერები

პოჩეტინოს გუნდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან გაძლიერდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, რამოსი პსჟ-ში გადავიდა. ესპანელ მცველთან ერთად კი გუნდს ვაინალდუმი, ჰაკიმი და დონარუმა შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პარიზულ გრანდს სწორედ ცენტრალურ ნახევარდაცვაში და მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჰქონდა პრობლემები. ჰაკიმი და ვაინალდუმი პსჟ-ს საკმაოდ გააძლიერებენ. რამოსის კლასი და გამოცდილება კი წესით პარიზელებს დიდ წარმატებას მოუტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები