„წარმატებას ვეღარ მიაღწევს
Aa
Aa

„წარმატებას ვეღარ მიაღწევს" - ხაბიბი ამბობს, რომ კონორისთვის ყველაფერი დასრულებულია

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. „არწივმა“ განაცხადა, რომ ირლანდიელი წარმატებას ვეღარ მიაღწევს და მისთვის ყველაფერი დასრულებულია.

„ფული და დიდება აჩვენებს რეალურად როგორი ადამიანი ხარ. არის მოსაზრება, რომ ისინი ადამიანებს ცვლიან, მაგრამ ეს ასე არაა. რა გააკეთა მაკგრეგორმა? მან ასაკოვან მამაკაცს დაარტყა და შემდეგ ყველამ მოისმინა დასტინ პორიემ მასზე რაც თქვა.

სოციალურ ქსელებში მაკგრეგორს თანადგომა ბევრმა გამოუცხადა და სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭირო, როცა ბავშვები და ახალგაზრდა თაობა მასსა და MMA-ს თვალს აქტიურად ადევნებენ. თუ MMA-ის ქომაგები მხარს ცუდ ბიჭებს დაუჭერენ, ეს სპორტი არასწორი მიმართულებით განვითარდება.

პორიესთან ბრძოლის შემდეგ, კონორი ფეხით განხორციელებულ დარტყმებს არავისთან გამოიყენებს. არ მჯერა, რომ იგი უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნებას შეძლებს. მაკგრეგორი კარგ ასაკშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა მოუვიდა მის ფეხსა და გონებას, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, თუმცა ფაქტია, რომ იგი  UFC-სთვის კვლავინდებურად გამოსადეგი და მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ UFC 264-ზე, კონორი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პორიე სავარაუდოდ, საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები