სამედიცინო შემოწმება გაიარა - სანჩო მანჩესტერში მალე გაოფიციალურდება
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - სანჩო მანჩესტერში მალე გაოფიციალურდება

ერთ-ერთი დიდი სატრანსფერო საგა სრულდება. ჯეიდონ სანჩო სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდება.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, ინგლისელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე გამოცხადდება. მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია.

ტრანსფერის ღირებულებად 90 მილიონი ევრო სახელდება. სანჩო „წითელ ეშმაკებთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სანჩო „დორტმუნდში“

ახალგაზრდა შემტევი გერმანულ კლუბს 2017 წელს შეუერთდა და სულ მალე ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. დღემდე ჯეიდონ სანჩომ „დორტმუნდის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 137-ჯერ მოირგო, 50 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები