ჩემპიონთა თასი -
Aa
Aa

ჩემპიონთა თასი - "დინამომ" პორტუგალიური კლუბი დაამარცხა

პორტუგალიაში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასზე ბათუმის „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბათუმელებმა მასპინძლების გუნდი „სოტაო“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

„დინამოს“ რიგებში დუბლი შამილაძემ გაიფორმა, მესამე გოლი კი ფარტენაძეს ანგარიშზეა.

ჯგუფის მეორე შეხვედრას ბათუმელები ხვალ გამართავენ და ბულგარეთის „სპარტაკს“ დაუპირისპირდებიან.

ტურნირზე ასევე "თელავი" ასპარეზობს. კახელებმა პორტუგალიაში ჯგუფურ ეტაპზე ორივე შეხვედრა დათმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები