კიდევ ერთი ქართველი ტოპ 15-ში - ილია თოფურია 15 საუკეთესოს შორისაა
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი ტოპ 15-ში - ილია თოფურია 15 საუკეთესოს შორისაა

UFC 264-ის შემდეგ, UFC-მ წონითი დივიზიონების რეიტინგი განაახლა და ტოპ 15-ში კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ვხედავთ. მერაბ დვალიშვილსა და გიგა ჭიკაძეს ილია თოფურია შეუერთდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა.

„ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-შია და მე-15 ადგილს იკავებს. როგორც მოგეხსენებათ, „ნინძაც“ ამ წონით დივიზიონში გამოდის და ჭიკაძე კვლავინდებურად მე-10 გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ „ელ მატადორს“ მომდევნო ბრძოლა ტოპ 10-ის წარმომადგენელთან ექნება და ილიამ ახლახან კელვინ კატარი გამოიწვია, რომელთან ჩხუბი გიგა ჭიკაძესაც სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები