ამჯერად იორიკირი - ტოჩინოშინმა ისევ წააგო
Aa
Aa

ამჯერად იორიკირი - ტოჩინოშინმა ისევ წააგო

ნაგოია ბაშოს მე-10 დღეს, ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე იშიურას დაუპირისპირდა, რომელსაც 9 ბრძოლიდან 6 გამარჯვება ჰქონდა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი იორიკირის ილეთით დამარცხდა და კიდევ ერთი წაგების შემთხვევაში, უარყოფითი ბალანსი გარანტირებული ექნება.

ივლისის სუპერტურნირის მე-11 დღეს, ლევანის მეტოქე ტოკუშორიუ იქნება, რომელიც დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად იბრძვის. ლევანი მის წინააღმდეგ დოჰიოზე 6-ჯერ გასულა და მეტოქე 3-ჯერ დაამარცხა. ტოჩინოშინის ანგარიშზე 3 მოგება და 7 წაგებაა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები