„სანადიროდ მივდივართ
Aa
Aa

„სანადიროდ მივდივართ" - ჯოჯუას მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა ოქტაგონზე ბრუნდება. MmaJunkie-ის ცნობით, „მგელი“ 21 აგვისტოს იჩხუბებს და იგი ამერიკელ კორტნი კესის დაუპირისპირდება.

ჯოჯუამ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში დაადასტურა და „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტებით ქომაგებს მომდევნო მოწინააღმდეგის ვინაობა ამცნო. „სანადიროდ მივდივართ“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

კესის კარიერაში 18 ბრძოლა გაუმართავს. მის ანგარიშზე 9 მოგება და ამდენივე წაგებაა და ზედიზედ 2 ჩხუბია არ გაუმარჯვია. იგი დიდი ხანია UFC-ში გამოდის და ბოლოს 2020 წლის 16 მაისს იმარჯვა. 

ჯოჯუას რაც შეეხება, ლიანას 12 ბრძოლიდან 8 მოგებული აქვს. UFC-ში მან 3-ჯერ იჩხუბა და 2-ჯერ დამარცხდა. ქართველმა მებრძოლმა დიანა ბელბიტას სძლია, ხოლო სარა მორასთან და მირანდა მავერიკთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები