''იტალიაში საფეხბურთო ზეიმი დაბრუნდა'' - ტრიუმფატორებს რომში დიდი ოვაციებით დახვდნენ
Aa
Aa

''იტალიაში საფეხბურთო ზეიმი დაბრუნდა'' - ტრიუმფატორებს რომში დიდი ოვაციებით დახვდნენ

ევრო 2020-ის გამარჯვებული იტალიის ეროვნული ნაკრები რომში ჩაფრინდა, სადაც ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გუნდის პერსონალს ქომაგები ოვაციებით შეხვდნენ. მათ ასევე დახვდა იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა.

რომში ქომაგებთან შეხვედრისას სიტყვით მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი და გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოვიდნენ.

რობერტო მანჩინი:''როგორც იქნა, იტალიაში საფეხბურთო ზეიმი დაბრუნდა. იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი ჩავწერეთ. ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნით, მათ შორის მატეო ბერეტინისაც. მჯერა, მომავალში უიმბლდონს მოიგებს''.

ჯორჯო კიელინი: ''პრეზიდენტო თქვენი ''უემბლიზე'' ყოფნა მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. გვინდოდა თქვენთვის და ყველა იტალიელისთვის გამარჯვება მიგვეძღვნა. ამ წარმატებას ასევე ვუძღვნით იტალიის ნაკრების ყველა ქომაგს მთელს მსოფლიოში. ასევე, დავიდე ასტორის, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო. ის ყველას გულშია, ის ყველას ახსოვს, ვინც მას იცნობდა. 

ჩვენ იტალიელი ძმები ვართ. მზად ვართ, იტალიისთვის ყველაფერი გავაკეთოთ''.

გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში კაპიტნის ამპლუაში ითამაშა. მან 36 წლისა და 331 დღის ასაკში იასპარეზა ინგლისის წინააღმდეგ. კიელინიმ ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი დაამხო, რომელიც ევრო 2012-ის ფინალში 34 წლისა და 154 დღის ასაკში გამოვიდა მოედანზე.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატი 53-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. პირველად იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი 1968 წელს გახდა, მეორედ კი - 2021 წელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები