მათეუსი: ''მათი მარცხი არ მადარდებს, ინგლისელთა ქცევა ძალიან არ მომეწონა''
Aa
Aa

მათეუსი: ''მათი მარცხი არ მადარდებს, ინგლისელთა ქცევა ძალიან არ მომეწონა''

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ინგლისის ნაკრების შესახებ ისაუბრა. 1990 წლის მუნდიალის გამარჯვებულს ინგლისელი ქომაგების მიმართ კეთილგანწყობა არ გამოუხატავს.

''ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ სპორტული თანაგრძნობა მაქვს, რადგან მათ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს და მარცხი მტკივნეულია.

არ მადარდებს ინგლისელი ქომაგების განცდილი წარუმატებლობა. რაც ბოლო დღეებში მოხდა, ეს ყველაფერი ძალიან არ მომეწონა. მათ დანიის ნაკრების მეკარეს ლაზერი მიანათეს, თვალცრემლიანი ბავშვის მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს, ნახევარფინალში დანიშნული პენალტი არასამართლიანი იყო.

ასევე, უპატივცემულობა გამოხატეს მეტოქე გუნდის ჰიმნის შესრულებისას, როდესაც ისინი ყვიროდნენ. ქვეყანაში, სადაც ''სამართლიანი თამაშის წესები'' ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პრინციპების ერთგულნი არ იყვნენ. აქედან გამომდინარე, იტალიის ჩემპიონობით უფრო ბედნიერი ვარ''.

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ფინალში, ''უემბლიზე'' ინგლისისა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი იტალიამ 3:2 გაიმარჯვა.

ფინალის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც ნათლად ჩანს თუ როგორ უსწორდებიან ინგლისელი ქომაგები იტალიელ გულშემატკივრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები